პოლიტიკა
თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ამას შევეგუებით, ძალიან ცდება! - საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციაში კარასინის განცხადებას გამოეხმაურნენ

  საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, საქართველო დეოკუპაციის მიზანს დიპლომატიური მოლაპარაკების გზით მიაღწევს.

 "თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება ან ქართველი ხალხი ოდესმე შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაგალითად გუშინ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მცოცავი ოკუპაციის და ფარული ანექსიის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, ძალიან ცდება. ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია და ყოველთვის იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენთვის მტკივნეული საკითხები ყოველთვის მაქსიმალურად აქტიურად იყოს წამოწეული საერთაშორისო დღის წესრიგში", -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.

 შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სააგენტო “რია ნოვოსტისთან” განაცხადა, რომ დიპლომატიური კავშირის აღდგენის მთავარი დამაბრკოლებელი ის კონფრონტაციული რიტორიკაა, რომელიც ოფიციალური თბილისის მხრიდან პერიოდულად ისმის.