რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: როცა რუსებს ოკუპანტებს ვეძახით, აფხაზებსა და ოსებს დიდ შეურაცხყოფას ვაყენებთ!

   როცა ქართველები რუსებს ოკუპანტებს ვეძახით, ჩვენ მათ კი არა - აფხაზებსა და ოსებს ვაყნებთ უხეშ შეურაცხყოას, რადგანაც ოკუპაციის ქვეშ ნებაყოფლობით ან უთავმოყვარმონები ცხორობენ, ან მოღალატეები, როგორც ბანდერელები ოკუპირებულ უკრაინაში დიდი სამამულო ომის დროს.  აი, ამიტომაც არ სჯერათ ჩვენი აფხაზებსა და ოსებს, როცა მათ „ძმებს“ ვეძახით…

 ამით ვამტკიცებთ, რომ ისინი ჩვენთვის არ არსებობენ - არსებობენ მარტო ქართველები და რუსი ოკუპანტები, რომლებმაც ქართველებს მიწები წაართვეს. ამ ლოგიკით გამოდის, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება აფხაზების და ოსების გარეშე გვსურს...  

 რუსეთმა კი არ უნდა წაიღოს უკან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება - აფხაზებმა და ოსებმა თვითონ უნდა მოინდომონ და შეცვალონ აფხაზეთის და სამხრეთ ოეთის დღევანდელი სტატუს-კვო. ეს მხოლოდ საქართველოს „ევროატლანტიკურ უალტერნატივო კურსზე“ უარის თქმისა და ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის შემთხვევაშია შესაძლებელი, სადაც აფხაზები და ოსები დე-ფაქტო უკვე იმყოფებიან. აფხაზებთან და ოსებთან ქართველების შერიგების იმედით რუსეთის ფედერაცია უკვე 8 წელია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს  ანექსირებას არ ახდენს - ამ ტერიტორიებს თავის ტერიტორიას არ უერთებს, იქ მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილის მრავალ თხოვნის მიუხედავად.

 როცა რუსებს ოკუპანტებს ვეძახით, გვავიწყდება, რომ „წითელი“ ბოლშევიკები და მათი რევოლუციონერი მიმდევრეებიც - „ვარდისფერი“ ნაციონალები ქართველები იყვნენ და საქართველოს მოსახლების უმრავლესობაში ჰპოვეს დასაყრდენი! ოღონდ სტალინმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შემოგვიერთა, სააკაშვილმა კი ეს ავტონომიები დაკარგა...

 გასულ კვირას ვაშინგტონში წამყვანმა ამერიკელმა ანალიტიკოსებმა - ნიქსონის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, აშშ-ის ნაციონალური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ სანდერსმა, Freedom House-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა,  მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა დევი კრამერმა და ატლანტიკური საბჭოს წამყვანმა ექსპერტმა, ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ალინა პოლიაკოვა - ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო არ არი ნატო- წევრ და, სავარაუდოდ, არ აქვს პერსპექტივა, პოლიტიკურად რელევანტური დროის მონაკვეთში შეუერთდეს ალიანსს. ეს შორეული მომავლისთვის იქნა გადატანილი“.  

 გამოდის, რომ ამ შორეულ მომავლის მოლოდინში კვლავაც არ უნდა გადავდგათ არცერთი ნაბიჯი საქართველოს გამთლიანბისკენ, აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან შერიგებისკენ?! გავაგრძელო დაკომპლექსებული პროვინციელი ქალწულის როლის თამაში და რუსეთის პრეზიდენტის მიწვევებს ისევ წავყრუო?! პუტინმა 3-ჯერ უკვე გამოთქვა საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის სურვილი და მეტად ინიციატივას აღარ გამოიჩენს - „ბურთი“ ახლა ქართული მხარის, ანუ „ქართული ოცნების“ „მოედანზეა“.

 8 და 30 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ნდობის მანდატი უკვე მეორედ გადასცა „ქართულ ოცნებას“ და ახლა ხელისუფლების საფიქრალია - დავანებოთ თუ არა თავი ზღაპრებს, რომ ნატო-ში საქართველოს მითიური წევრობა და რუსეთთან რეალური მეგობრობა, თურმე, შეთავსებადია; რომ საქართველო არ დაელაპარაკება რუსეთს, სანამ ის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან არ გავა; რომ რუსები ცუდი ოკუპანტები და აგრესორები არიან, აფხაზები და ოსები კი - ჩვენი კარგი ძმები, რომლებსაც ეკონომიკური სიკეთეებითა და ვიზალიბერალიზაციით, ადრე თუ გვიან, მოვხიბლავთ.

 ასე რომ იყოს, ამაზე ხმამალა ლაპარაკი როგორ შეიძლება?! ამის მერე რომც მოინდომონ ქართველებისკენ გამოხედვა, თავს შეიკავებენ, რადგან ისინიც კავკასიელები არიან და  დაღვრილი სისხლით მოპოვებულ „დამოუკიდებლობას“ ფულზე და შენგენვიზებში არ გაცვლიან!

 ამიტომ “წითელ ხაზზე” ლაპარაკს თავი უნდა დავანებოთ - „რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების აუცილებლობაზე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოხდება  საქართველოს დროებით დაკარგული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის ხარჯზე“. ეს ქართველების მხრიდან გონიერი და ღირსეული საქციელი იქნება, რომელიც მოსკოვში, სოხუმში და ცხინვალში უფრო დაფასდება, ვიდრე დღევანდელი ორპირობა.

 ყველაფერი, რისი აღდგენა შესაძლებელი იყო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გარეშე, ბიძინა ივანიშვილმა უკვე აღადგინა - ვაჭრობა, სატრანსპორტო მიმოსვლა, ჰუმანიტარული და კულტურული კონტაქტები. ამის შემდეგ ჩვენ ისევ იმ კედელს მივებჯინეთ, რომლის უბლით გატანას ცდილობდა სააკაშვილი, რაზეც ჯერ კიდე 2009 წლის 15 ივნისს „ასავალ-დასავალის“ „კედლის ფილოსოფიაში“ ვწერდი. იმედი, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება სააკაშვილის გზას არ დაადგება - კრემლის კედელში ბევრი დიდი და საპატიო ჭიშკარია, რომლებიც  ფართოდ არის მისთვის გაღებული! ხოლო კრემლის კედლის შუბლით მტვრევა, როგორც წესი, ცუდად მთავრდება ნაპოლეონების, ჰიტლერების და მიშტლერებისთვის...

 ანდა რატომ არის დასამტრევი ის კედელი, რომელი ოდესღაც საიმედოდ იცავდა ქართველებს გარეშე მტრისგან და რომელშიც ბევრი აგური ჩვენ წინაპრის, თანამემმულის, დიდი სამამულო ომის 700 ათასი გმირის და, ბოლოს და ბოლოს, უმაღლესი მთავარსარდალი იოსებ სტლინს დადებულია?! რა ვიცით, ხვალ რა ხდება?! აგერ, ზემოთ ხსენებულმა ამერიკელმა ანალიტიკოსებმაც დაგვიდასტურეს,  რომ საქართველოს ნატო-ში არ მიიღებენ…

 ან იქნებ საქმე კრემლის კი არა, ჩვენ ცნობიერებაში აღმართულ კედლებშია, რომლებსაც ვერ ვანგრევ აფხაზების, ოსებისა და რუსებისთვის ხელის ჩამოსართევად?! რაც აქამდე კედლები ვანგრიეთ დასავლეთის მიმართულებით - ყოველ ჯერზე მეზობელ საკანში ამოვყავით თავი, რადგან ან „კომპასი“ არ გვივარგოდა, ან კიდე „ციხის“ არასწორი გეგმა გვქონდა.

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 7 ნოემბერი
წყარო: „ასავალ - დასავალი“ №45
ახალი ამბების სააგენტო Sputnik“