საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთს სურს, რომ რუსებს საშუალება ჰქონდეთ თურქეთში შიდა პასპორტით ჩამოვიდნენ, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
„ჩვენ გვსურს, რომ რუს ტურისტებს საშუალება ჰქონდეთ თურქეთში შიდა პასპორტით ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, აუცილებელია ზომების მიღება ამასთან დაკავშირებით, რადგან რუსეთს ეჭვები ჰქონდა ამ საკითხის თაობაზე“, – განაცხადა მან ტელეარხ „როსია–24“–თან ინტერვიუში.
მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ჩამოგდებულ რუსულ Су-24 –თან დაკავშირებული ამბის გამო ორი ქვეყნის ურთიერთობაში კრიზისი წარმოიქმნა და ამ ურთიერთობების აღსადგენად აუცილებელია ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმა.
„ორმა ხალხმა, რომლებიც ურთერთსიყვარულს განიცდიან, არ უნდა გაწყვიტოს ასეთი მჭიდრო კავშირები“, – მიაჩნია მას.