აქტუალური
პუტინმა სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ მსახიობს, სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. შესაბამისი ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 გასული წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინი სტივენ სიგანს აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, კუნძულ რუსკიზე შეხვდა.

 გასული წლის აპრილში ამერიკულმა ინტერნეტ-პორტალმა BuzzFeed-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2013 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში "დიდი რვიანის" სამიტის დროს პუტინმა ბარაკ ობამას შესთავაზა სტივენ სიგალის კალიფორნიასა და არიზონაში რუსეთის საპატიო კუნსულად და კრემლსა და თეთრ სახლს შორის შუამავლად დანიშვნა.