საზოგადოება
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. მე-9 მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, არსებული ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს.

ირაკლი კოვზანაძე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო.  შემდეგ საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა, თუმცა აღნიშნული საბჭოს მუშაობა არ შედგა.

ირაკლი კოვზანაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-18 ნომერია.