აქტუალური
მოსწავლეებს, შესაძლოა, წიგნების ელექტრონული ვერსიის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეთ

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. განათლების სამინისტრო სკოლებში წიგნების  ელექტრონული ასლების გამოყენების შესაძლებლობაზე მუშაობს.

 „უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობითი ალტერნატივა, ელექტრონული სახელმძღვანელო. ანუ, თუ ოჯახს სურვილი აქვს, რომ ბავშვმა სახლში, ვთქვათ, ქაღალდის წიგნებით იმუშაოს, მაგრამ სკოლაში  - ელექტრონული ასლებით, ამის საშუალება უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელოებით ისარგებლოს“, - აღნიშნა მთავრობის სხდომის შემდეგ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავამ.

 გარდა ამისა, მინისტრის თქმით, უნდა განიტვირთოს შუა კლასების სასწავლო პროგრამაც.

 როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ასეთი ცვლილებებით მოსწავლის სასკოლო ჩანთა კიდევ უფრო შემსუბუქდება.