უცხოეთი
იტალიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. იტალიის ცენტრალურ რაიონებში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე ამჯერად 5 მაგნიტუდას აღწევდა, ეპიცენტრი კი ქალაქ პერუჯადან აღმოსავლეთით, 55 კილომეტრის დაშორებით იყო. ბიძგები რომსა და ფლორენციაშიც იგრძნობოდა.

სტიქიის ზონაში დამატებითი ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აგვისტოს შემდეგ იტალიის ცენტრალურ რეგიონებში 4 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 300-მდე ადამიანი, ათასობით კი უსახლკაროდ დარჩა.