საზოგადოება
მამა–შვილი ხურციძეები გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის დახოცეს

idzebneba2008 წლის დასაწყისში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში, სოფელ შრომის საზღვარზე, მცხოვრებ მგლოვიარე ხურციძეების ოჯახს შვილის მეგობარი, დათო ქადეიშვილი რამდენიმე პირთან ერთად ესტუმრა.

ცოტა ხნის შემდეგ ერთ–ერთმა სტუმარმა გარეთ ძაღლის ყეფის ხმაზე გადაიხედა და ხურციძეების ეზოსკენ მაძებარ ძაღლებთან ერთად მომავალი პოლიციელები რომ დაინახა, ყველანი ისე უცებ გაიქცნენ, რომ ხურციძეების ოჯახში ნიღბებისა და სველი ტანსაცმლის ჩათვლით უამრავი ნივთმტკიცება დატოვეს.

ხურციძეების გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ქადეიშვილი მამა–შვილს ორი წლის განმავლობაში ემუქრებოდა და, სავარაუდოდ, მის სინდისზეა მათი სიკვდილიც.

სამწუხაროდ, ოზურგეთის პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელობიდან არავის არანაირი ზომები ქადეიშვილის საშიში ყაჩაღური ჯგუფის გასანეიტრალებლად არ მიუღია.

დათო ქადეიშვილის ძებნა სადღეღამისო რეჟიმში მიმდინარეობს. ის, ვინც პოლიციას ამ საქმეში დაეხმარება, ჯილდოდ 10 000 ლარს მიიღებს.

პოლიციელები იმედოვნებენ, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს და საშიში ბოროტმოქმედის დაკავებას ისინი ამ დღეებში შეძლებენ.