უცხოეთი
საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას უნარი შესწევს პრევენციული იერიში მიიტანოს აშშ–სა და მის მოკავშირეებზე, იაპონიის ჩათვლით, „მათი მცხრიდან მცირეოდენი პროვოკაციის შემთხვევაში“, – იუწყება კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო.
სააგენტო აღნიშნავს, რომ იაპონია „კორეელი ხალხის დაუძინებელ მტრად რჩება“.
„კორეის სახალხოდემოკრატიული რესპუბლიკის საიერიშო ბირთვული საშუალებები მზადაა თავის მტრებზე პრევენციული შეტევის განსახორციელებლად მათი მხრიდან უმცირესი პროვოკაციის შემთხვევაში, რათა დაიცვას სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და არსებობის უფლება“, – ნათქვამია ცნობაში.