საზოგადოება
315-ე მუხლით დაწყებული გამოძიება გაგრძელდება და დამნაშავეები პასუხს აგებენ - კახა კალაძე

  საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი.  პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეორე ნომერი კახა კალაძე კვლავ “ნაციონალურ მოძრაობაზე”, რევოლუციურ სცენარსა და სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკობს.

 "დიდი საშიშროება იყო, მაგრამ ჩვენ ვაწყნარებდით მოსახლეობას და ვამბობდით, რომ გადატრიალების და რევოლუციის მოწყობას ვერავინ გაბედავდა იმიტომ, რომ კანონის წინაშე აგებდა პასუხს, ვინც ამას გაბედავდა. ძალიან სახიფათო იყო ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გავრცელდა და ყველამ მოვისმინეთ. სახიფათო იყო ენმ-დან შემომავალი ინფორმაციები, კადაფიზაციაზე და ათას სისულელეზე იყო საუბარი. უნდა დადგინდეს ავთენტურობა, რა თქმა უნდა, ამ მასალების და გამოძიება, რომელიც დაწყებულია 315-ე მუხლით, უნდა გაგრძელდეს. გარწმუნებთ, თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, აგებს პასუხს კანონის წინაშე", - განაცხადა კალაძემ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს.