აქტუალური
თეა წულუკიანი: ჩემთვის ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილება არ იგეგმება

  საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს იქ, სადაც უნდა მიმდინარეობდეს.

 „როგორც იცით, მმართველი პარტია შესანიშნავი გამარჯვებით შედის საკანონმდებლო ორგანოში, პარტიის ლიდერის - პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. აქედან გამომდინარე, მე ამ კონსულტაციებში კომპეტენტური არ ვარ. თუმცა, ჩემთვის ცნობილია, რომ სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილება არ იგეგმება”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.