უცხოეთი
პოროშენკო სიტყვით გამოვიდა ბუს გამოსახულებიანი ემბლემის ფონზე, რომელიც რუსეთს მახვილით აპობს

  საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ახალი შეფი გენერალ-მაიორი ვასილი ბურბა უწყების ახალი ემბლემის ფონზე წარადგინა.

  ემბლემაზე გამოსახულია ბუ, რომელიც რუსეთის ტერიტორიას მახვილით აპობს. ღონისძიების ამსახველი ფოტო უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.  „მცირე ეჭვიც კი არ არსებობს იმისა, რომ ეს დანიშვნა ახალ იმპულსს მისცემს უკრაინის დაზვერვის საქმიანობას“, — განაცხადა პოროშენკომ. მისი თქმით,  უწყების მუშაობა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.