უცხოეთი
ნიკოლაი პატრუშევი: ნატოსთვის გლობალური ფუნქციების მინიჭება რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს

  საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოსთვის გლობალური ფუნქციების მინიჭება რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. განცხადება რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.

 ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ ალიანსი გამოგონილი რუსული საფრთხისაგან დასაცავად ქმნის თავდაცვით სისტემას, ზრდის ძალისმიერ პოტენციალს და რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურას აყალიბებს.

 პატრუშევის განცხადებით, ანტისარაკეტო თავდაცვის გლობალური სისტემის ჩამოყალიბებით, ნატოს შეუძლია რუსეთის სტრატეგიული ობიექტები გაანადგუროს.

 რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდება, რადგან დეგრადაცია არცერთი მხარეს ინტერესებში არ შედის.