საზოგადოება
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არ იციან, შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში

  საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. გიგი წერეთლის განცხადებით, პარტიაში სანდრა რულოვსი პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

 როგორც ცნობილია, სანდრა რულოვსმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა ის "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მეორე ნომერია.

 "მე პატივს ვცემ მათ, ვისაც უნდა მეორე ტურში შესვლა. დაველოდოთ მეორე ტურის შედეგებს და მერე ვნახოთ, ბოლოს და ბოლოს რამდენი და ვინ შევდივართ პარლამენტში. ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი პარტიიდან ვინ შედის პარლამენტში", - აღნიშნა რულოვსმა ორი კვირის წინ "რუსთავი 2”-ის ეთერში.