აქტუალური
თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას იწყებს

  საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. სამხედრო სამსახურში მიღებული პირები ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან მაღალი ანაზღურებით, თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

 უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს, ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას.

 რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე. მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში, რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე დაინიშნება და 4 წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურებს.