აქტუალური
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ვიქტორ დოლიძე შეცვლის

  საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე შეცვლის.

 „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილმა წევრებმა დაადასტურეს, რომ ამ საკითხზე ვიქტორ დოლიძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

 თავად ვიქტორ დოლიძე ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს. როგორც მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, პოლიტიკურ თემებზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

 რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, იგი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა და მოვალეობის შესრულებას დეკემბრიდან შეუდგება.