აქტუალური
რესპუბლიკური პარტია თინა ხიდაშელმა, ვახტანგ ხმალაძემ და პაატა ზაქარეიშვილმაც დატოვეს

  საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტია დატოვა.

 “12 წელი ვიყავი პარტიაში, მანამდე 12 წელი არ ვიყავი. ორივე 12 წელი თანაბრად მიყვარს, ახლა ახალი ეტაპი იწყება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 „დავტოვე პარტია. როგორ უნდა განვითარდეს პარტია შემდგომ, ამის თაობაზე მქონდა განსხვავებული შეხედულებები, რის გამოც ჩავთვალე, რომ ჯობს, წავიდე პარტიიდან. მთელ რიგ საკითხებზე ყოფილა განსხვავებული შეხედულებები. ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები ძირითადად დაკავებული. დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა, თავის მხრივ, ვახტანგ ხმალაძემ.

 „არის ბევრი გაუგებრობა, კამათი. თუ ხარ გუნდში, კეთილი ინებე და ითამაშე გუნდური თამაში. იქ ვიღაცებს ვეკამათებოდი. უწყებებთან პრობლემა გვქონდა, ეს ყველაფერი გუნდში ხდება. ფაქტია, რომ ჩვენ უნდა აგვეღო ის პასუხისმგებლობა, რაც სჭირდება სახელისუფლებო პარტიას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ითანამშრომლებს ყველასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.