საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ელექტრონული დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილი საქართველოში უძრავ ქონებას ფლობს, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 7,5 ათასი კვადრატული მეტრია,- ინფორმაციას უკრაინული სააგენტო Корреспондент.net ავრცელებს.
წარმოდგენილი მონაცემებით, სააკაშვილს 6,8 ათას 500 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი და საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის, რომლის ფართობი 97 კვადრატული მეტრია. გარდა ამისა, ოდესის ოლქის გუბერნატორის დეკლაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ის ნაღდი ანგარიშსწორებით 48 ათას ევროს, ასევე Rolex Deepse და Hublot-ის მაჯის საათებს ფლობს.
ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, სააკაშვილი ოდესაში 54 კვადრატული მეტრი ოთახით სარგებლობს, რომელსაც მესამე მხარე ფლობს. წლის განმავლობაში ოდესის ოლქის გუბერნატორი ხელფასის სახით 38 601 გრივნას იღებს.
Societe General-ის საბანკო ანგარიშზე სააკაშვილი 57 ათას დოლარს ინახავს, ხოლო უკრაინის სახელმწიფო საბანკო ანგარიშზე 129 950 გრივნას დეკლაციის მიხედვით, სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი საქართველოში 280 კვადრატულ მეტრ ბინას ფლობს, ხოლო ბანკში 13 ათასი ევრო აქვს. ასევე, დეკლარაციის მიხედვით, სააკაშვილის შვილის ნიკოლოზის საბანკო ანგარიშზე 35 ათასი ევროა. სატრანსპორტო საშუალებებით ოდესის ოლქის გუბერნატორის ოჯახის ოჯახის არცერთი წევრი არ სარგებლობს.