საზოგადოება
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 „ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ, შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.   

 ამასთან, პრემიერის თქმით, არჩევნები დასრულებული არ არის და საბოლოო კონსულტაციები სამთვრობო ცვლილებებზე გაიმართება იმ უმრავლესობასთან, რომელიც მეორე ტურის შედეგად ჩამოყალიბდება.

 "ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე.  ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პირადად, რომ სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები არ გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დიდი ტურბულენციები, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამინისტროების სტრუქტურაში, შიგნით იქნება გარკვეული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯების მიმართ იქნება ძალიან კონსერვატიული მიდგომა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.