სამართალი
საქართველოს მთავრობაში რამდენიმე ახალი მინისტრი იქნება

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი.  როგორც „ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ყველა მინისტრთან კონსულტაციები გამართულია.

 „ახალი მინისტრთა კაბინეტი იქნება ძალიან დინამიკური. გვექნება ძალიან მაღალი სიჩქარე აღებული, რათა ამბიციური გეგმები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდითშესრულდეს და 4 წლის თავზე ჩვენ მივიღოთ თვისობრივად, ხარისხობრივად განსხვავებული ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 „ცვლილებები რამდენიმე სამინისტროს შეეხება, დაახლოებით 2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ვინმე ვერ აკეთებს საქმეს. უბრალოდ, დრო იცვლება, მოთხოვნები ახალია, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ძალიან მაღალ სიჩქარეებს საჭიროებს.  სწორედ აქედან გამომდინარე ვღებულობთ ასეთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ცვლილებები ეკონომიკურ ბლოკსაც შეეხება.