გელა ნიკოლაიშვილი სააპელაციო სასამართლოში საჩივარს "ქართული პარტიის" სახელით შეიტანს

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საჩივარს შეიტანს მოთხოვნით, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 იანვრის გადაწყვეტილება მოშიმშილე ვეტერანთა აქციაზე დაკავებული თერთმეტი პირისთვის 400-ლარიანი ჯარიმის გადახდის დაკისრების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ იმ პირთა შორის, რომელთაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა, არის "ქართული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი შოთიკო იამანიძე.