აქტუალური
დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის დატოვების მიზეზად პარტიის სხვა ლიდერებთან აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ დავით  უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 "მივიღე ადამიანურად მძიმე, მაგრამ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება. დიახ, მე ვტოვებ რესპუბლიკელებს, მაგრამ ვრჩები ოპოზიციაში და გავაგრძელებ სხვა ველზე საქმიანობას. ჩემი ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მე და პარტიის სხვადასხვა ლიდერს განსხვავებული ხედვები აღმოგვაჩნდა სხვადასხვა მიმართულებით, ამავე დროს, მე ვერ მივცემდი თავს უფლებას, ხელი შემეშალა პარტიის საქმიანობისთვის", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 „ინდივიდუალურ რეჟიმში ვაგრძელებ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს 2-3 თვეში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის. ამ დიალოგის და ერთობლივი განსჯის შემდეგ შევჯერდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც არსებული გამოწვევების ადეკვატური იქნება", - განაცხადა პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ.

 "მე დავით ბერძენიშვილმა მაქცია პოლიტიკოსად და მას ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას.  მადლობას ვუხდი რესპუბლიკურ პარტიას. მჯერა, ერთი საქმისკენ სწრაფვას კვლავ გავაგრძელებთ, მაგრამ სხვადასხვა ფლანგიდან", - აღნიშნა უსუფაშვილმა.