რელიგია
ილია მეორე: ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  თბილისის კრწანისის მე-7 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე  საკუთარი არჩევანი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურშიც დააფიქსირა.

 ხმის მიცემის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: "ჩვენმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს საქართველოს! გილოცავთ ამ არჩევნების მშვიდობიანად დასრულებას.იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება".