საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო გავლენის თაობაზე პირველი კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. საგარეო პოლიტიკის ექსპერტების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ბრალდებებს ისტერია უწოდა.
მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს არც ერთ ქვეყანაზე თავდასხმას და არც ამერიკელი ხალხის არჩევანში ერევა, თუმცა მან არ დამალა სიმპათია დონალდ ტრამპის მიმართ, რომელიც მისი თქმით, ექსტრავაგანტული, თუმცა რიგით ამომრჩევლებზე ორიენტირებულია.
„ბევრისთვის მომგებიანია თავის წარმოჩენა ბარბაროსებისგან ცივილიზაციის დამცველად, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რუსეთი სინამდვილეში არავიზე თავდასხმას არ აპირებს. შეერთებული შტატების არჩევნებში, ეს ხელოვნური მითები არის უბრალოდ ისტერია და სხვა ტერმინს ამისთვის ვერ ვპოულობ. ვინმეს სჯერა, რომ რუსეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამერიკელი ხალხის არჩევანზე? შეერთებული შტატები არ არის ბანანის რესპუბლიკა,” - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა სირიის კრიზისზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტერორისტებისგან ქალაქ ალეპოს გასაწმენდად, რუსულმა ავიაციამ შესაძლოა დაბომბვები ისევ განაახლოს.