აქტუალური
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის კონკრეტული თარიღის დასახელება იანოშ ჰერმანს არ შეუძლია

  საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 ამასთან, როგორც ჰერმანმა აღნიშნა, კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს, თუმცა ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი საქართველოსთვის.

 „ვიმედოვნებ, რომ დრო, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შორს არ არის. არ შემიძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სფერო, რომელშიც უფრო ფართო მხარდაჭერაა საჭირო, რათა ხალხს ჰქონდეს შედეგი.  ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შედეგი შეძლებისდაგვარად სწრაფად დადგეს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.