აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: საპარლამენტო არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს

  საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 როგორც იენს სტოლტენბერგმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, 8 ოქტომბრის არჩევნები შეფასდა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

 "მივესალმები, რომ საქართველომ ჩაატარა არჩევნები, რომლებიც შეფასდა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ჩემთვის ეს ადასტურებს, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.