უცხოეთი
ლეონიდ თიბილოვი: სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხს განიხილავს

  საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ცხინვალის რეჟიმი რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო “იტარ-ტასთან” საუბრისას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თბილოვმა განაცხადა.

 “ავიაცია ძალიან გვჭირდება. ჩვენ განვიხილეთ ავიაციის შექმნის საკითხი. ზოგჯერ მთის გზა იკეტება მეწყერის გამო და ჩვენ ავადმყოფების დახმარება შესაძლოა, დავაგვიანოთ”, - განაცხადა თიბილოვმა.

 ლეონიდ თიბილოვი  აღნიშნავს, რომ საქართველოში განვითარებლია მედიცინის გარკვეული დარგები და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები დეფაქტო ხელისუფლებას პერიოდულად მიმართავენ თხოვნით, გაგზავნონ ისინი სამკურნალოდ საქართველოში, სადაც ჩასვლა უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში.

 “ეს ხდება მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური ურთიერთობები არ გააჩნიათ, ჟენევის დოსკუსიების პლატფორმის გარდა. საქართველოში ხორციელდება ჯანდაცვასთან დაკავშირებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ჩართულობის სერიოზული პროექტი, რომელსაც დასავლური ქვეყნები აფინანსებენ და მხარს უჭერენ. გამოდის, რომ ეს არის იძულებითი ზომა, ამიტომ აქ სანიტარული ავიაცია და ზოგადად ავიაცია სასარგებლო იქნებოდა”, - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.