საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 1970 წლიდან 60%-ით შემცირდა. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის (WWF) ანგარიშში.
ფონდმა ლონდონის ზოოლოგიურ საზოგადოებასთან ერთად გამოითვლა ინდექსი, რომელიც ცხოველების სხვადასხვა სახეობის რაოდენობს ასახავს. ანგარიშის თანახმად, 1970-დან 2012 წლამდე აღნიშნული ინდექსი 58%-ით შემცირდა. ფონდში დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლისთვს ინდექსი, 1970 წელთან შდარებით, 67 %-ით შემცირდება.
მსოფლიოს ველური ბუნების ფონდში განმარტავენ, რომ ცხოველების პოპულაციის შემცირება ადამიანის საქმინობას უკავშირდება. ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზების, ამფიბიებისა და რეპტილიების რაოდენობის შემცირების მიზეზებად გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ნადირობა, ასევე ადამიანის მიერ კონკრეტული გარემოსთვის არადამახასიათებელი მცენარეებისა და ცხოველები შემატება სახელდება.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად შემცირდა იმ ცოცხალი არსებების რაოდნეობა, რომლებიც ტბებში, მდინარეებსა და ჭაობებში ცხოვრობენ. ექსპერტების შეფასებით, ბოლო 40 წლის განმავლობაშო მტკნარ წყალში მობინადრე ცხოველების პოპულაცია 81%-ით შემცირდა. ფონდში აღნიშნავენ აფრიკაში სპილოების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას, ასევე თევზჭერის გამო ზვიგენების რაოდენობის კლებას.