აქტუალური
ე. წ."აფხაზთა კრების" თავმჯდომარე და პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის" „ნაცმოძრაობას“ მხარდაჭერას უცხადებენ

  საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სერგო რატიანს მავანი ორგანიზაცია “აფხაზთა კრების” თავმჯდომარემ და პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატმა მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 მათი თქმით, მნიშვნელოვანია, “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლოს. ისინი დევნილებს რატიანის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

 „აფხაზთა კრების წარმომადგენლები მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ადამიანი, რომელიც ბურჭულაძის პარტიას წარმოადგენდა, საკრებულოს მაჟორიტარი იყო, მანაც მხარი დაგვიჭირა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.