აქტუალური
პარტიების მიერ კომისიის წევრების გაწვევის ვადა ამოიწურა

  საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. კანონმდებლობის მიხედვით, ახალი წევრების დანიშვნა 29 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

 საჭიროების მიხედვით, საოლქო კომისიები ახალ წევრებს პროფესიული ნიშნით, კონკურსით შეარჩევენ და პარტიების კვოტების გამოყენება სხვა სუბიექტებს არ შეეძლებათ.

 13-წევრიან კომისიაში არჩევნების გამართულად ჩატარებისთვის 7 წევრი სავალდებულო მინიმუმია.

 „საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, არჩევნების მეორე ტურები სრულყოფილად და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩაატაროს. ძირითადი საქმიანობები საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე განახორციელა“, -განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.