საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო რუსეთში ჩავიდა. როოგრც BBC წერს, ის რუსეთის უზენაეს სასამართლოში უკრაინელების ნიკოლაი კარპიუკისა და სტანისლავ კლიხის პროცესს ესწრება.
ნადეჟდა სავჩენკო სასამართლო დარბაზში შეუშვეს. უზენაესი სასამართლოს შენობასთან ასევე მივიდნენ ევროკავშირის ცხრა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.
“საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, როგორია, როდესაც “სასამართლოს” დარბაზში, სადაც შენ გისოსებში ზიხარ, უკრაინელები იმყოფებიან. როდესაც არის ვინმე, ვინც დაიძახებს “დიდება უკრაინას!” და გაიგებ პასუხს “გმირებს დიდება!” მაშინ ხვდები, რომ შენებმა არ მიგატოვეს, ბრძოლა გრძელდება და ძალა გემატება”, - წერს სავჩენკო “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
26 მაისს გროზნოს სასამართლმ უკრაინის მოქალაქეებს ნიკოლაი კარპიუკსა და სტანისლავ კლიხს 22,5 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი სასამართლომ ჩეჩნეთში 1994-1995 წლებში ფედერალური ჯარის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმდებებში მონაწილეობასა და რუსი სამხედროების მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სასამართლოს განაჩენი ძირითადად უკრაინელი ალექსანდრ მალოფეევის ჩვენებას ეფუძნება, რომელსაც 24-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ადვოკატები აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი მალოფეევი სანდო წყაროდ ვერ გამოდგება.
მალოფეევი ასევე ამტკიცებდა, რომ ჩეჩნეთში იბრძოდნენ ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსები, მათ შორის ყოფილი პრემიერი არსენი იაცენიუკი, რასაც იაცენიუკი კატეგორიულად უარყოფს.