პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 „არჩევნები არ დასრულებულა, ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი, რათა პარლამენტში წარდგეს უკვე მთავრობა და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები, რა თქმა უნდა, სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამას შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.