უცხოეთი
თურქეთში ოპოზიციონერი ფეთჰულა გიულენის ძმისშვილები დააკავეს

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთში მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორი ძმისშვილი დააკავეს. ინფორმციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Hurriyet-ი ავრცელებს.

 ჰუსეინ და ბუშრა გიულენები სამართალდამცველებმა იზმირში დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.  მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს პოლიციამ ორი კომპიუტერი და ორი მობილური ტელეფონი ამოიღო.

 ოქტომბრის დასაწყიში თურქეთის პოლიციამ მუსლიმი მქადაგებლის ძმა, მოგვიანებით კი ოთხი ძმიშვილი დააკავა.

 ანკარა პენსილვანიაში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მის ექსტრადიციას ითხოვს.