საზოგადოება
სანდრა რულოვსი: პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას მეორე ტურის შედეგების მიხედვით მივიღებ

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. სანდრა რულოვსი ჯერ არ აკონკრეტებს, შევა თუ არა  „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით საქართველოს პარლამენტში. 

 „მე პატივს ვცემ მათვისაც უნდა  მეორე ტურში შესვლა. დაველოდოთ მეორე ტურის შედეგებს და მერე ვნახოთ, ბოლოს და ბოლოს რამდენი და ვინ შევდივართ პარლამენტში. ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი პარტიიდან ვინ შედის პარლამენტში", -აღნიშნა რულოვსმა.

 სანდრა რულოვსმა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურზე უარი განაცხადა, მაგრამ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მე-2 ნომერია.