რელიგია
ილია მეორე: მშობლებმა თავიანთი შვილები ხატით უნდა დალოცონ

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. 23 ოქტომბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ხატის ძალაზე იქადაგა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 „მეშვიდე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ხატი არის გამოსახულება იმ პირველი ადამიანისა, რომელიც არის გამოსახული ამ ხატზე. კურთხევის შემდეგ ხატს ეძლევა დიდი ძალა. ჩვენ რომ დავადგინეთ, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ თავიანთი შვილები, ხატით უნდა დალოცონ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

 წირვაში, რომელიც პატრიარქმა აღავლინა, ლიტვის მთავარეპისკოპოსმა ინოკენტიმ მიიღო მონაწილეობა. უწმიდესმა სიხარული გამოთქვა ლიტვის მთავარეპისკოპოსის სტუმრობასთან დაკავშირებით და მას მაცხოვრის ხატი უსახსოვრა.

 ლიტვის მთავარეპისკოპოსმა კი საქართველოს ეკლესიას სამი წამებულის – ანტონის, იოანეს და ევსტათის ხატი უსახსოვრა.