საზოგადოება
ურეკის დასახლება წვერმაღალას ფონდმა “ქართუმ” საბავშვო ბაღი აუშენა

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. 25 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით. რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღმა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო.

 ფონდი “ქართუს” დაკვეთით წვერმაღალას საბავშვო ბაღის მშენებლობა შეასრულა ასოციაცია “ატუმ”, რომელმაც მთელი კომპლექსი მშენებლობის უფლების მიღებიდან ორ თვეში ააშენა. ამ პერიოდში ადგილობრივი სკოლის მიმდებარე ცარიელ მინდორზე აშენდა როგორც საბავშვო ბაღის შენობა, ასევე ბაღის ეზო, წყლის გამწმენდი ნაგებობა და კომპლექსის დამცავი კედელი, შენობაში დამონტაჟდა ყველა საჭირო ინვენტარი და ავეჯი. რეკორდულად მოკლე ვადებში აშენებული საბავშვო ბაღი ფონდმა “ქართუმ” ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აჩუქა.