სამართალი
ცესკოს განცხადება მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. მედიაში გავრცელებულ ცალკეულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ცესკო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „არცერთი აღნიშნული მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც მისცემდა საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამის ვადებში კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების შესაძლებლობას.

 ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ცესკოს მიაჩნია, რომ აუცილებელია, დადგინდეს გამოქვეყნებული ვიდეოების ავთენტურობა, მონაწილე პირების ვინაობა და სხვა ფაქტებისაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ აღნიშნული ვიდეობის შესწავლა.

 საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე, მოუწოდებს ვიდეომასალების ავტორებს, ფრაგმენტებად გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ სამართალდამცავ უწყებებთან და შესაბამის ორგანოებს წარუდგინონ სრული, უწყვეტი ვიდეომასალა ობიექტური რეალობის დადგენისა და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად“.