აქტუალური
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგით აკოპ მალხასიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურის, რიგით აკოპ სამველის ძე მალხასიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს.

 როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რიგითი მალხასიანი 21 ოქტომბერს დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.