აქტუალური
კახეთში დაშავებული 28 სამხედრო მოსამსახურე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი.  კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შედარებით მძიმედ დაშავებული 8 სამხედრო თბილისში გადმოიყვანეს, 4 მათგანი პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს, 4 სამხედრო მოსამსახურე კი შპს „ტრავმატოლოგის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა.

დედოფლისწყაროში დაუყოვნებლივ გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელმაც დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა.