საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ფილიპინების პრეზიდენტს როდრიგო დუერტეს მიაჩნია, რომ მანილა აშშ-ს უნდა დაემშვიდობოს. ”ჩემს ქვეყანაში ყოფნით მხოლოდ თქვენ სარგებლობდით. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, დროა ერთმანეთს დავემშვიდობოთ”, - მიმართა დუარტემ ვაშინგტონს ჩინეშთი ვიზიტისას.
Channel News Asia-ს ინფორმაციით, ფილიპინების პრეზიდენტმა ამერიკის ლიდერს ”ძაღლიშვილი” უწოდა და განაცხადა, რომ აღარასდროს ჩავა აშშ-ი, სადაც მას ახალი შეურაცხყოფა ელოდება.
ფილიპინები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აშშ-ის კოლონია იყო. 1946 წელს ქვეყნამ დამოუკიდებლობა მიიღო, თუმცა მანილასა და ვაშინგტონს რამდენიმე მოქმედი სამხედრო ხელშეკრულება აქვთ.
დუერტე ცნობილია უხეში გამონათქვამებით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის მიმართ. თუმცა ბარაკ ობამას შეურაცხყოფა მისი მხრიდან პირველად არ მომხდარა. სექტემბერში ლაოსის სამიტზე ორმხრივი მოლაპარაკების დაწყებამდე დუარტემ ობამას ”ძაღლიშვილი” უწოდა. ამის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა მას ”კოლორიტული ბიჭი” დაარქვა და შეხვედრა გააუქმა. თუმცა მოგვიანებით ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს მაინც შეხვდა.