აქტუალური
ნატოს წარმომადგენელი საქართველოში წარმატებული მისიისთვის დაჯილდოვდა

  საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების პროექტის ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი ვინსენტ ჰანკინე ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა ბელგიელ მრჩეველს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა.

 ვიცე-პოლკოვნიკ ვინსენტ ჰანკინეს როტაცია საქართველოში ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას ბელგიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი კლოდ მოერმანი შეცვლის, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ასევე 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.