უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – სტატს–მდივნის – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. ბ. კარასინის შეხვედრის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზ. აბაშიძესთან

  საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. 19 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა სტატს–მდივნის – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. ბ. კარასინის მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზ. აბაშიძესთან. კონსულტაციაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე მხარის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები.

 აღინიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე მხარე დაინტერესებულია, გააგრძელოს რუსულ-ქართული კავშირების კონკრეტულ საკითხებში დიალოგი იმ სფეროებში, სადაც პროგრესი შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში – ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო.

 ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორმხრივი ნორმალიზაციის შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. 2016 წლის სამი კვარტლის შედეგად ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდამ 17 % შეადგინა. რუსეთი კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მისი ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად – მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36  %-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ნოემბერში თბილისში დაგეგმილი რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. მხარეებმა აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების ზრდის გაგრძელება. მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრანსპორტო ხელისუფლებების პრაქტიკული ურთიერთობა.

 საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობა გაგრძელდება. კერძოდ, რუსეთის მთავრობაში განიხილება ქართული ავიახაზების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი. საქართველოში რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალი რჩება. ამავე დროს, ეს ქვეყანა მიმდინარე წელს რუსეთიდან ტურისტების რეკორდულ რაოდენობას მიიღებს, 1 მილიონზე მეტ ადამიანს.

ვითარდება თანამშრომლობა კულტურის სფეროში, ფესტივალებში ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობის, რუსეთში თეატრალური კოლექტივების გასტროლების ჩათვლით. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმების ფონდმა დაიწყო მოსკოვში დაცული, კინოსტუდია „ქართული–ფილმის“ მიერ გადაღებული ფილმების ორიგინალების გადაცემა.

მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, გააგრძელონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი ეტაპობრივი ნორმალიზაციის პრაგმატული კურსი.

გ. ბ. კარასინი და ზ. აბაშიძე მომდევნო შეხვედრის გამართვაზე 2017 წლის დასაწყისში შეთანხმდნენ.