უცხოეთი
საუდის არაბეთში ჯგუფური ჩხუბისას ერთი ადამიანის მკვლელობის გამო პრინცი სიკვდილით დასაჯეს, სერიული მკვლელი სააკაშვილი კი დაუსჯელი დარჩა...

  საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად სამეფო ოჯახის წევრი სიკვდილით დასაჯეს. სასიკვდილო განაჩენი  პრინც თურქი ბინ საუდ ალ-ქაბირს დაუმტკიცა საუდის არაბეთის უზენაესმა და სააპელაციო სასამართლოებმა, მისი სიკვდილით დასჯა სამეფო განკარგულებითაც იყო სანქცირებული.

 2004 წელს სასამართლომ პრინცი თურქი ბინ საუდ ალ ქაბირი დამნაშავედ ცნო ჯგუფური ჩხუბის დროს საუდის არაბეთის მოქალაქის მკვლელობაში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკლული პრინცის მეგობარი იყო.  ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაშაულის ადგილას პოლიცია თავად ალ ქაბირმა გამოიძახა.

 საუდის არაბეთში მოქმედი შარიათის წესების თანახმად, სიკვდილით ისჯება მკვლელობა, ნარკოტიკის კონტრაბანდა, შეიარაღებული ძარცვა, გაუპატიურება, და ღვთისგმობა.

 უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის მონაცემებით, 2015 წელს ქვეყანაში 158 სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს.