უცხოეთი
საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთი ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს. თუ ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას ანკარას სასარგებლოდ არ მიიღებს, თურქეთი მიგრანტების შესახებ შეთანხმების ჩაშლით იმუქრება.
განცხადება ამ თემაზე თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობების მინისტრმა გააკეთა და ბრიუსელს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდა.
ომერ ჩელიკის თქმით, ევროკავშირმა უარი უნდა თქვას ანტიტერორისტული კანონის შეცვლის მოთხოვნაზე და თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა წლის ბოლომდე შემოიღოს.