საზოგადოება
ლარის კურსი უფასურდება, სახელმწიფო ვალი კი იზრდება

  საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. მომავალ წელს სახელმწიფო ვალის მოცულობა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დოკუმენტშია საუბარი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. 2017 წელს ვალის რაოდენობა 827 მილიონი ლარით გაიზრდება და თითქმის 15,5 მილიარდს მიაღწევს, მატულობს შიდა ვალის წილიც. 

 ბიუჯეტი ლარის კურსის 2.30 პროცენტიან მაჩვენებელზეა გაწერილი. ლარის კურსის გაუფასურების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის გამყარებას ელოდება.

 ლარის კურსის გამყარების ტენდენციას არ ეთანხმებიან ოპოზიციაში და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ.

 ექსპერტები ეროვნულ ბანკს გააქტიურებას ურჩევენ. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მთავრობაში ეკონომიკური გუნდის რეფორმირება უნდა მოხდეს.