სამართალი
სოზარ სუბარი: „კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრება აუცილებლად ჩაიწერება“

  საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ქუთაისიდან პარლამენტის გადატანისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე მსჯელობა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 რაც შეეხება კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრებას, სუბარმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება კონსტიტუციაში აუცილებლად შევა.

 „ის ფორმულირება, რომლის შეტანასაც ჩვენ ვფიქრობთ კონსტიტუციაში, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. თუ ეს უფლებების დარღვევაა, მაშინ სამოქალაქო კოდექსიდანაც უნდა ამოვიღოთ ეს ჩანაწერი. რატომ იქნება კონსტიტუციაში ადამიანის უფლებების დარღვევა ის, რაც არ არის დარღვევა სამოქალაქო კოდექსში?”, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.