აქტუალური
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმის გადახედვის თაობაზე განმარტებას აკეთებს

  საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმის გაადახედვის რეკომენდაციასთან დაკავშირებით პრესრელიზს აქვეყნებს.

 "ის აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წამოწყება ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მის მოსაწყვეტად გამოიყენა, რასაც შედეგად მისი პარტიისერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შესუსტება მოჰყვა. გარდა ამისა, მან ვეღარ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა 2013 წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე. შემდგომში ის აცხადებს, რომ ზეწოლა გრძელდებოდა წინასწარი პატიმრობის პერიოდშიც.

 2013 წლის 14 დეკემბერს, გვიან ღამით ის ციხის საკნიდან გაიყვანეს და მთავარ პროკურორსა და ციხის ადმინისტრაციის უფროსთან შესახვედრად წაიყვანეს. ისინი დაემუქრნენ და მოსთხოვეს ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერის - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ. შემდგომში ის აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ინციდენტის შესახებ 2013 წლის 17 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე შეატყობინა და მოითხოვა, გამოეკვლიათ ციხის სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული მასალა, მის ბრალდებებთან დაკავშირებით ობიექტური და საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პრესრელიზში.