საზოგადოება
სად ჰყავს ყველაზე მეტი ემიგრანტი ქუთაისს

kutaisiამ დღეებში ქუთაისურ ფორუმზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები იქნა წარმოდგენილი იმის თაობაზე, თუ სად ჰყავს ყველაზე მეტი ემიგრანტი ქუთაისს. პროცენტულად ეს სურათი ასე გამოიყურება:

ქუთაისელთა 51,35 პროცენტი საბერძნეთშია გადახვეწილი; მეორე ადგილზეა რუსეთში ემიგრირებულთა რაოდენობა – 24,32 პროცენტი; შემდეგ მოდის იტალია 8,11 პროცენტით; ესპანეთში ქუთაისელ ემიგრანტთა მხოლოდ 5,41 პროცენტი ცხოვრობს; უკრაინასა და თურქეთში – 2,70–2,70 პროცენტი; 5,41პროცენტი კი გაბნეულია სხვადასხვა ქვეყანაში.