აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილი: „საკონსტიტუციო ცვლილებებზე სპეციალურმა ჯგუფმა საზოგადოების მაღალი ჩართულობით უნდა იმუშაოს“

  საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ჯგუფმა უნდა განახორციელოს ისეთი ცვლილებები, რომ ვეღარავინ მოახერხოს ხელისუფლების უზურპაცია.

 „ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობად ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია. აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ ვერავინ მომავალში ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება და უზურპირება; ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 „საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც, იმედი მაქვს, რომ მეორე ტურის შედეგად იქნება, მხოლოდ და მხოლოდ არის იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი დანაპირები შესრულდეს. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ 30 ოქტომბერს, როდესაც იქნება არჩევნების მეორე ტური, ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში", - განაცხადა პრემიერმა.