აქტუალური
ცესკო ნინო ბურჯანაძის წარმომადგენლის ბრალდებებს პასუხობს

  საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. „კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ის ორი კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო სხვებზე მეტი ხმა და სწორედ ესენი არიან მეორე ტურებისათვის საარჩევნო სუბიექტები”, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

 „კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ფინანსდებინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მილიონ 600 ათასი არ უნდა იყოს გადახდილი საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა მიქელაძემ.

 “ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ცესკო-ში მიიჩნევს, რომ კანონდარღვევაა, როდესაც არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დანიშვნის უფლება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ ოცნებას“ აქვთ.